კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი აჭარაში დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი აჭარაში დაფიქსირდა, ინფიცირების წყარო უცნობია

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ქალია, რომელიც ცხელების ცენტრში რესპირატორული ჩივილებით მოათავსეს, ლაბორატორიული კვლევის პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის 19 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.