კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი ლენჯერს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი ლენჯერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევვიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინ ქვეყანაში კოორნავირუსის 1283 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს დაგვემატა 23 და აღნიშნული მაჩვენებელი არის 1306. კოორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსის წყარო ლენჯერს უკავშირდება, 11 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ხოლო სამის წყარო ჯერ უცნობია და კონტაქტებისა და წყაროს გამოსავლენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულების რიცხვი 17-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 83-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.