კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა გურიაში გამოვლინდა

გურიაში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან ცხრა გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.