კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 89 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 89 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის 3 504 შემთხვევიდან 89 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მათ შორის არიან ბავშვებიც.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.