კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 522 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 863 „პისიარ“ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.07%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 374 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 117, იმერეთი – 474, ქვემო ქართლი – 128, შიდა ქართლი – 132, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 220, კახეთი – 396, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 422 საიდანაც: 5 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 919, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 293.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 247 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 107, იმერეთში – 439. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 26, იმერეთში – 29. 970 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 519 – თბილისში, 253 – აჭარაში. 33 890 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 258 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.