კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76 გურიაში დაფიქსირდა

გურიაში ბოლო 24 საათში ​კორონავირუსის 76 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, მათ შორის არიან ბავშვებიც.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ბიოლოგიური მასალის ნაწილს გურიის ლაბორატორიაში ვიკვლევთ, ნაწილს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.