კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად ახალი შემთხვევები ადრე გამოვლენილი ინფიცირებულების კონტაქტებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები ინფიცირების უცნობი წყაროების დასადგენად.

„რეგიონის ექვსი კოვიდცენტრში 218 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 74 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში იმყოფება -39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 18 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედი“ – 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 70 ადამიანი, რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 31 ადამიანი. კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა 78 წლის ქალი ხობიდან, რომელიც მკურნალობდა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“,- აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.