კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 ფოთში გამოვლინდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 73 ფოთში გამოვლინდა.

„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა დასრულებული არ არის. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების „პისიარ“ კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება. ასევე გრძელდება გეგმური კვლევები“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს, ფოთის კოვიდ-კლინიკაში გარდაიცვალა 72 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და რესპირაციული დისტრეს სინდრომი.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი.