კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 68 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 68 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გამოვლინდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ერთი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული იყო 279 ნიმუში, მათგან 68-ზე დადებითი პასუხი მიიღეს.

მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 39 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 10 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 29 კი, ცხელებით და სხვადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდპაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა შვიდი პირი.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 232 ადამიანი.