კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 96 კი აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 96 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 თბილისში, 120 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 96 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„ Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 967 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 პროცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.56, ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 2.67 პროცენტი. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 40, შიდა ქართლი – 31, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – შვიდი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 264, აჭარაში – 390, იმერეთში – 360.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში – 52, აჭარაში -10, იმერეთში – 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 – თბილისში, 126 – აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ექვსი. სულ 6 ოქტომბრიდან 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 24 194 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 103 პირი, აჭარაში – 2 261, იმერეთში – 994“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.