კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 66 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 66 გურიაში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, 66 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი, 49 კი გარდაიცვალა.