კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 650 თბილისში, 389 აჭარაში, 441 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 852 შემთხვევიდან, თბილისში დადასტურებულია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411.

„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით, დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 26 800-მდე გაიზარდა“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.