კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 აჭარაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 664 აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან 664 აჭარაში დაფიქსირდა. გარდაცვლილია ექვსი პაციენტი.

გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა, ერთი საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

ამჟამად აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 6 737-მდეა გაზრდილი. მათგან 150-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 447 პაციენტი, სულ კი, აჭარაში კორონავირუსი 17 159-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.