კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 54 შიდა ქართლში დაფიქსირდა

14:29, 26.10.2020

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი.

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი  თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. წყაროს  დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება.

ამჟამად, რეგიონში კოვიდინფიცირების 528 აქტიური შემთხვევაა. ბინაზე მკურნალობას 272 ინფიცირებული გადის, საჭიროების მქონე და რისკჯგუფში შემავალი პაციენტები კი  კოვიდკლინიკებში მკურნალობენ.

ამ ეტაპზე, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 167 ადამიანი რჩება.

მსგავსი