კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 48 ზუგდიდში დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ცენტრალურ ბაზარში მუშაობდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 48 ზუგდიდში დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა ცენტრალურ ბაზარში მუშაობდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 48 ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან 44 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტს განეკუთვნება, ხოლო ოთხი რუხის და „ევექსის“კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

ზუგდიდის შემთხვევებიდან 33 უკავშირდება ბაზარში გამოვლენილ ინფიცირებულს, ისინი ცენტრალურ ბაზარში მუშაობდნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდა ამისა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, მათგან სამი ინფიცირებულის კონტაქტია. სამი შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, ერთზე მიმდინარეობს მოკვლევა და ინფიციების წყაროს მოძიება.

ერთი შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუში, ორი სენაკში, ორი ხობში, ორი მესტიაში, ერთი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირს უკავშირდება, ერთი თბილისის მცხოვრებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა და ტესტირების შედეგად ვირუსი დაუდგინდა.

ახალი შემთხვევებიდან ერთი აბაშაში გამოვლინდა.მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ასევე, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 109 ინფიცირებული, აქედან 25-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებას, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 15 პირი, ფოთის კლინიკიდან გაეწერა ხუთი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეში იმყოფება 184 ადამიანი.