კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 კი იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 369 აჭარაში, 295 იმერეთში გამოვლინდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 445, აჭარის რეგიონში 369, იმერეთში – 295, ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, ასევე 23 დაფიქსირდა შიდა ქართლში, კახეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, გურიაში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.