კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 44 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 44 ფოთში გამოვლინდა

ფოთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „პისიარ“ კვლევისთვის ლაბორატორიაში სულ 417 პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„დღეს ფოთში „კოვიდ-19“-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელია. შესაძლოა,  რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.