კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 419 თბილისში, 172 იმერეთში, 156 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 419 თბილისში, 172 იმერეთში, 156 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 419 შემთხვევა, აჭარაში – 73, იმერეთში – 172, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 47, გურიაშო – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 156, კახეთში – 151, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსასახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151 საიდანაც: 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.

840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 437 – თბილისში, 245 – აჭარაში.

15 709 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 171 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 478 ადამიანი.

დატოვე კომენტარი