კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 797 თბილისში გამოვლინდა, 1 184 აჭარაში, 859 იმერეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 4 797 თბილისში გამოვლინდა, 1 184 აჭარაში, 859 იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 605 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 350 კვლევა ანტიგენის ტესტით და 30 255 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 8 728 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 015 592-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.93%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 943 212.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 555 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა – 1 184, იმერეთი – 859, ქვემო ქართლი – 302, შიდა ქართლი – 429, გურია – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 596, იმერეთში – 812. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში – 131, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 45, იმერეთში – 21. 1 896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 112 – თბილისში, 562- აჭარაში. 51 517 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი