კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 385 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 385 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 146 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 80 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძისაა. მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ და ჟანგბადდამოკიდებულები არიან.

სენაკის კლინიკა „სენამედში“ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რეგიონის საკარანტინო სივრცეში 135 პირი იმყოფება.

საქართველოში  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.