კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 32 გურიაში დადასტურდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 32 გურიაში დადასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან 32 გურიაში დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან.

„დღეიდან კვლავაც გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ოზურგეთში, ექიმის მომართვის საფუძველზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ხდება „პისიარ“ კვლევები. გარდა ამისა, ოზურგეთში რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება ანტიგენით ტესტირება. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.