კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 31 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 31 ფოთში გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ფოთში, ამ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულია 3 850 პაციენტი, გარდაცვლილია 29, აქტიური პაციენტია 167, სტაციონარშია 50, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის 40 ინფიცირებული. კარანტინში იმყოფება სამი ადამიანი, ბინაზე 114, თვითიზოლაციაშია 203, ტესტირება ჩაუტარდა 297 პიროვნებას, მათგან 199 გეგმურია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 158, ქვემო ქართლი – 49, შიდა ქართლი – 50, გურია – 38, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 85, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.