კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 742 თბილისში, 903 აჭარაში, 510 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 3 742 თბილისში, 903 აჭარაში, 510 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურებულია 3 742 შემთხვევა, აჭარაში – 903, იმერეთში – 510, ქვემო ქართლში – 196, შიდა ქართლში – 238, გურიაში – 92, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 211, კახეთში -187, მცხეთა-მთიანეთში – 130, სამცხე-ჯავახეთში – 134, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -8.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 61 080 საიდანაც, 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 912, აჭარაში – 612, იმერეთში – 809.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში – 427, აჭარაში – 133, იმერეთში – 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი,  მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 48, იმერეთში – 21.

1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 006 – თბილისში, 554- აჭარაში. 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 6.

სულ, 2020 წლის 6 ოქტომბრიდან 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი.