კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 68 აჭარაში, 49 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 68 აჭარაში, 49 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 285 თბილისში, 68 აჭარაში,  49 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 226 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 463 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 763 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 521 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 304 272-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.03%, ხოლო შვიდი დღის მანძილზე – 4.51%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 287 029-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 285 შემთხვევა, აჭარა – 68, იმერეთი – 36, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 10, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 49, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 174, საიდანაც: 3 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 995, აჭარაში – 419, იმერეთში – 410.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 644 პირი, მათ შორის, თბილისში – 301, აჭარაში – 73, იმერეთში -87. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 89, აჭარაში – 10, იმერეთში – 9. 727 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 414 – თბილისში, 284 – აჭარაში. 8 771 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 227 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 2. სულ 6 ოქტომბრიდან – 25 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 519 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 989 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 769 პირი, აჭარაში – 2 383, იმერეთში – 1 187“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.