კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 28 ფოთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 28 ფოთში დაფიქსირდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში თვითიზოლაციაში 246 ადამიანი იმყოფება, ხოლო საკარანტინო სივრცეში 15 პირი.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულთა კონტაქტების დადგენა.

„დღეისათვის მდგომარეობა არის მზარდი და არა კლებადი. კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გვაქვს. ბოლო მონაცემებით, სულ ინფიცირების 449 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა – 205, თვითიზოლაციაში იმყოფება 246, კარანტინში კი 15. სტაციონალურ მკურნალობას გადის 24, ხოლო ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირია. „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა 123 ადამიანს, აქედან სიმპტომური პაციენტი იყო 23“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.