კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 26 იმერეთში დადასტურდა

11:02, 22.09.2020

იმერეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიაში გამოკვლეული 832 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ 26 პირს დაუდასტურდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს და კურორტ საირმეს უკავშირდება.

ამასთან, როგორც შალამბერიძემ განაცხადა, საირმეში კერძო სასტუმროში მყოფ დამსვენებლებთან კოვიდინფიცირების შემთხვევის გამო სასტუმროს ყველა თანამშრომელი და დამსვენებელი წყალტუბოში არსებულ საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

მსგავსი