კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 26 ბათუმში გამოვლინდა

12:04, 02.09.2020

კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 22 ინფიცირებული საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.

26 ინფიცირებულიდან სამის წყარო უცნობია, ისინი კლინიკებში თვითდინებით მივიდნენ. ამასთან, ინფიცირებულთა შორის ერთი შემოტანილი შემთხვევაა, ერთი კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მსგავსი