კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 25 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან 25 გურიაში დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. გარდა „პისიარ“ კვლევებისა, კეთდება ანტიგენის ტესტებიც. შესაძლოა, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან კვლევების პროცესი არ წყდება“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.