კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 24 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 24 გურიაში გამოვლინდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევიდან 24 გურიაში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.

დატოვე კომენტარი