კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 23 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 23 გურიაში გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევიდან 23 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს, მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტარონ სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.

დატოვე კომენტარი