კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 გურიაში გამოვლინდა

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 21 გურიაში გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას ასევე საშუალება აქვს, ჩაიტაროს სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.