კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 21 აჭარაში დაფიქსირდა

10:57, 08.09.2020

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირების სამი შემთხვევა ხოფის ბაზრობას უკავშირდება.

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში სულ 2767 „პისიარ“-ტესტი ჩატარდა.

ხოფის ბაზრობაზე ამ წუთებში „პისიარ“-ტესტირება მიმდინარეობს. ადგილზე მოიჯარეები იმყოფებიან და ბიოლოგიურ ნიმუშებს აბარებენ.
პარალელურად, დილიდან ბაზრობის ტერიტორიას დეზინფექცია უტარდება.

მსგავსი