კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 20 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 20 ფოთში გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 688 პაციენტი, გარდაცვლილია 29, ხოლო აქტიური პაციენტია 216, სტაციონარში იმყოფება 46, მათგან ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 38 ინფიცირებული. კარანტინშია იმყოფება ორი პირი, ბინაზე 168, თვითიზოლაციაში კი 152 პირი. ტესტირება ჩაუტარდა 103 ადამიანს და მათგან შვიდი გეგმური, დანარჩენი 96 კი სიმპტომური პაციენტია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

დატოვე კომენტარი