კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 43 თბილისს, 27 კი იმერეთს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარას, 43 თბილისს, 27 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას, 43 თბილისს, ხოლო 22 იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„რეგიონების მიხედვით, კვლავ აჭარა ლიდერობს. აჭარაში კორონავირუსის 165 შემთხვევაა, იმერეთში – 27, კახეთში – ექვსი, თბილისში – 43, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, სამცხე-ჯავახეთში – ოთხი, ქვემო ქართლში – სამი, შიდა ქართლში – ორი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.