კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 იმერეთში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 იმერეთში გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში, 1100-მდე ტესტის ნიმუში აიღეს, აიდანაც 16 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კლასტერია, ერთის ინფიცირების წყარო კი, ჯერ გაურკვეველია.

იმერეთის რეგიონში გასული 72 საათის განმავლობაში კორონავირუსი 65 პირს გამოუვლინდა.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.