კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 14 იმერეთში დადასტურდა

11:47, 23.09.2020

იმერეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ლაბორატორიაში გამოკვლეული 1 324 ნიმუშიდან „კოვიდ-19“ 14 პირს დაუდასტურდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის, საირმისა და მაღაზიის კლასტერებს უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

მსგავსი