კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 131 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 131 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევიდან 131 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.

„დღეიდან ვიწყებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, ტესტირებებს ანტიგენებზე, თუმცა გაგრძელდება პაციენტების პისიარკვლევებიც. ახლაც მიმდინარეობს მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.