აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ აჭარაში 129 პირს დაუდასტურდა, რაც გუშინდელ მონაცემზე სამით მეტია.

მათივე თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ოთხი ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 29 პაციენტი, მათგან 26 კოვიდსასტუმროებიდან, სამი კი კლინიკიდან გაეწერა.

ამ დროის მონაცემებით, აჭარაში, კლინიკებში 341, საკარანტინე ზონებში კი, 223 კოვიდინფიცირებული რჩება.

„დღეს კიდევ ველოდებით რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას. პარალელურად მიმდინარეობს კონტაქტების გაღრმავებული კვლევა. ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად და მობილიზებულია დამატებითი საწოლებიც“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ.