კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას, 16 იმერეთს, 15 კი თბილისს უკავშირდება.

„დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გახდა 2937. 179 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთი – შვიდი, მცხეთა-მთიანეთი – შვიდი, გურია – ოთხი, კახეთი – ოთხი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ათით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ამჟამად საერთო რიცხვი 1422-ს შეადგენს.

ეზუგბაიას განმარტებით, აქედან კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 60-70 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, ცხრის კი კრიტიკულია.