კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 12 გურიაში გამოვლინდა

12:46, 07.10.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

„12 ახალი შემთხვევიდან შვიდი ოზურგეთში, ოთხი ლანჩხუთში, ერთი კი ჩოხატაურში გამოვლინდა. ამჟამად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენა და ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მიუხედავად შემთხვევათა მატებისა, გურიაში ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა არჩილ მჟავიამ.

მსგავსი