კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 119 გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 119 გურიაში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან 119 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები არიან.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების პისიარკვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

დატოვე კომენტარი