კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ქვემო ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ქვემო ქართლში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში,  ქვემო ქართლში „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ექვსი გარდაბანში, ხუთი კი, რუსთავში. ინფორმაციას ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ბეგაშვილი ავრცელებს.

რუსთავში დაფიქსირებული შემთხვევები აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. გარდაბანში ინფიცირების შემთხვევა კი, ოჯახის წევრებს უკავშირდებათ. მათი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ამასთან, რუსთავში 115, გარდაბანში კი, 20-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში.

დატოვე კომენტარი