კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 108 აჭარაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 108 აჭარაში გამოვლინდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსზე 1 530 პისიარტესტი ჩატარდა, ინფექცია 108 მოქალაქეს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, აჭარის სტაციონარებში 238 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ 97 პირი იმყოფება.

14 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.