კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 105 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 105 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 105 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 55 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 220 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. „სენამედის“ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა  ერთი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 14 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 37 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება, მათ შორის მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 837 პაციენტი.