კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 102 გურიაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 102 გურიაში დაფიქსირდა

საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან 102 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს. ნიმუშების ნაწილის კვლევა გურიაში ხორციელდება, ნაწილს კი ვაგზავნით ბათუმის ლაბორატორიაში“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.