კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 938 თბილისში, 378 აჭარაში, 362 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 938 თბილისში, 378 აჭარაში, 362 კი იმერეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარაში – 378, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 179, შიდა ქართლში – 205, გურიაში – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 175, კახეთი – 222, მცხეთა-მთიანეთში -83, სამცხე-ჯავახეთში – 39, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 844 საიდანაც 5 185 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 792, აჭარაში – 497, იმერეთში – 650.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 996 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 76, იმერეთში -236. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 215 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 4, იმერეთში – 14.
1 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 933 – თბილისში, 504- აჭარაში.
18 896   პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – რვა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 26 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7000, პირი, აჭარაში – 3 069, იმერეთში – 1 886.