კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 523 თბილისში გამოვლინდა, 933 იმერეთში, 658 კახეთში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 523 თბილისში გამოვლინდა, 933 იმერეთში, 658 კახეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 090  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, – ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  698 944-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 639 564.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა – 179, იმერეთი – 933, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 378, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 658, მცხეთა-მთიანეთი – 166, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55“, – აცხადებენ უწყებაში.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 523 საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 381, აჭარაში – 491, იმერეთში – 1 266. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 530 პირი, მათ შორის, თბილისში – 570, აჭარაში – 123, იმერეთში – 477. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 325 პირი,  მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 30, იმერეთში – 33.

975 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 571 – თბილისში, 203 – აჭარაში. 42 362  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 25 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 265 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 580 ადამიანი.