კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან  1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან  1 196 თბილისში, 443 აჭარაში, 322 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 31 597 საიდანაც 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში – 514, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17.

2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – ხუთი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 986 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 125, პირი, აჭარაში – 4 138, იმერეთში – 2 375.