კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 299 აჭარაში, 190 კი იმერეთში დაფიქსირდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 030 თბილისში, 299 აჭარაში, 190 კი იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირდა 1 030 შემთხვევა, აჭარაში – 299, იმერეთში – 190, ქვემო ქართლში – 120, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 89, კახეთში – 128, მცხეთა-მთიანეთში -62, სამცხე-ჯავახეთში – 41, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 957 საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 805, აჭარაში – 451, იმერეთში – 642.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 947 პირი, მათ შორის, თბილისში – 449, აჭარაში – 65, იმერეთში – 220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 5, იმერეთში – 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 – თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 10.

6 ოქტომბრიდან 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში სულ გადაყვანილია 24 974 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 827, პირი, აჭარაში – 2 777, იმერეთში – 1 980.

დატოვე კომენტარი