კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და კარანტინში იმყოფებოდნენ
კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და კარანტინში იმყოფებოდნენ

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ პრესსამსახურში განუცხადეს. ამ კომპანიას ეკუთვნის ბოჭორიშვილის კლინიკა, სადაც აღნიშნულ პირებს მკურნალობენ.

ამასთან, „ავერსში“ განმარტავენ, რომ აშშ-იდან ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს სამი ადამიანი ბოჭორიშვილის კლინიკის საკარანტინო ზონაში იყო მოთავსებული.

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას დღეს, 14:00 საათზე გააკეთებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.